სიახლეები
10 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ისტორიკოსის ქ-ნ მანანა სანაძის წიგნის - „ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია“ პრეზენტაცია.
წიგნი შეეხება საქართველოს ისტორიის ერთ - ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ძველი და ადრეული შუა საუკუნეების ქართლის მეფეთა და ერისმთავართა ქრონოლოგიასა და გენეალოგიას.
აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოიცა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.